ჩაშლილი ღონისძიების მიუხედავად, ტონი ფერგიუსონი პარასკევისთვის წონის დაკლებას მაინც აპირებს
ჩაშლილი ღონისძიების მიუხედავად, ტონი ფერგიუსონი პარასკევისთვის წონის დაკლებას მაინც აპირებს

ტონი ფერგიუსონის არაოდრდინალურ ხასიათზე და ქმედებებზე საუბარი წლებია მიდის.

UFC 249 ჩაშლის მიუხედავად, სპორტსმენმა საკმაოდ უცნაური რამ გადაწყვიტა – მან საკუთარ ინსტაგრამის გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც აცხადებს, რომ პარასკევისთვის წონაში დაკლებას მაინც გეგმავს.

საინტერესოა, რისთვის ემზადები ტონი, რადგან UFC 249 ოფიციალურად გადაიდო. თუმცა, ალბათ ტონისგან მსგავსი საქციელი არ უნდა გაგვიკვირდეს. მისი სპორტისადმი მიდგომა და ვარჯიშის სტილი სხვა მებრძოლებისგან რადიკალურად განსხვავებული და უცნაურია.