აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლი ჩარლს ოლივეირა აცხადებს, რომ მისი და კონორ მაკგრეგორის დაპირისპირება ძალიან დროული იქნება.
ბრაზილიელმა ბოლო შვიდი ბრძოლა გამარჯვებით დაასრულა. უკანასკნელი დაპირისპირება ოლივეირამ კევინ ლისთან გამართა და ამერიკელი მახრჩობელა ილეთით დაამარცხა. ლისთან მოპოვებული შთამბეჭდავი გამარჯვების შემდეგ, ბრაზილიელმა ირლანდიელთან დაპირისპირება ისურვა:
„როგორც ჩანს დასტინ პორიე გამხდარ ბიჭს – დენ ჰუკერს დაუპირისპირდება. ასე რომ რჩებიან მხოლოდ კონორ მაკგრეგორი, დონალდ სერონე და პოლ ფელდერი. მე ძალიან მსურს კონორთან ბრძოლა. ვნახოთ რა გამოვა.“
მიუხედავად იმისა, რომ ჩარლს ოლივეირას კარიერაში რვა მარცხი აქვს, ეს მებრძოლი ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება და შთამბეჭდავი მოგებათა სერია აქვს. ფაქტია, რომ ბრაზილიელი ტოპ ბრძოლას იმსახურებს.