ჭანტურიშვილის გოლი და საგოლე გადაცემა - „ზლინი“ „ბოჰემიანსთან“ დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT
ვახტანგ ჭანტურიშვილმა ჩეხეთის I ლიგაში გამორჩეული თამაში ჩაატარა, მაგრამ „ზლინს“ გასვლით მატჩში „ბოჰემიანსითან“ ქართველის გოლმა და საგოლე გადაცემამ ვერ უშველა და 2:3 დამარცხდა.
29 წლის ქართველი თავდამსხმელის გუნდისთვის მატჩი სასურველი სცენარით დაიწყო. 30-ე წუთზე ჭანტურიშვილის გადაცემით „ზლინის“ შემტევმა მარტინ ფილომ ანგარიში გახსნა.
ექვს წუთში საქართველოს ნაკრების ყოფილმა შემტევმა „ბოჰემიანსის“ კარი თავად აიღო, შორიდან დაარტყა და მეკარე შეცდა. შესვენებაზე ჭანტურიშვილის გუნდი 2:0 დაწინაურდა. მაგრამ „ზლინმა“ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა, მესამე გოლი 86-ე წუთზე გაუშვა და 2:3 დამარცხდა.
„ზლინი“ მიმდინარე სეზონში წარუმატებლად თამაშობს და ჩეხეთის I ლიგაში 15 ტურის შემდეგ 12 ქულით მე-15 ადგილზეა. ჭანტურიშვილმა 15 მატჩი ჩაატარა და 4 საგოლე პასის შემდეგ ანგარიშზე პირველი გოლი ჩაიწერა.