ჭანტურიშვილის გუნდმა მოუგებელი სერია შეწყვიტა
ჭანტურიშვილის გუნდმა მოუგებელი სერია შეწყვიტა

ვახტანგ ჭანტურიშვილის გუნდმა, ზლინის „ფასტავმა“ ჩეხეთის ჩემპიონატის ფინიშზე 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა.

ჩეხეთის ჩემპიონატის 28-ე ტურში ზლინის გუნდმა საკუთარ მოედანზე აუსტაიდერ „პრიბრამს“ უმასპინძლა და მინიმალური ანგარშით დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების შემტევი „ფასტავის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. 45-ე წუთზე ჭანტურიშვილმა ყვითელი ბარათი მიიღო, შეხვედრის მიწურულს კი, მეკარესთან პირისპირ გასულმა მეორე გოლი გაიტანა – თუმცა, მთავარმა არბიტრმა ხელით თამაში დაუფიქსირა და გოლი არ ჩაუთვალა.

ამ მოგებით, ზლინის „ფასტავმა“ 28 ტურის შემდეგ 27 ქულა დააგროვა, მე-13 ადგილზეა და აუტსაიდერებთან სხვაობა გაზარდა. ეს 3 ქულამ გუნდს ლიგაში ადგილის შენარჩუნების შანსი მისცა.