საკმაოდ დაძაბულად წარიმართა ბრძოლა ლაშა შავდათუაშვილსა და იტალიელ ჯოვანი ესპოზიტოს შორის. ძირითადი დროის შემდეგ ანგარიში 0-0 იყო და მეტოქეებს 2-2 გაფრთხილება ჰქონდათ. დამატებით დროში ლაშა შავდათუაშვილმა ერთი ილეთისთის ქულა მიიღო, მაგრამ მსაჯებმა გააუქმეს. რამდენიმე წამში ქართველმა კიდევ ერთი ილეთი შეასრულა და ვაზარით მოიგო.
ამრიგად, ლაშა შავდათუაშვილი შემდეგ ეტაპზეა და ნახევარფინალში გასასვლელად შვეიცარიელ ნილს შტუმპთან იჭიდავებს.
წარმატებით იასპარეზა მარიამ ჭანტურიამაც, რომელმაც ბრიტანელი მეტოქე დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც კანადელ კელიტა ზუპანჩიჩს შეხვდება.
პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა თბილისის ოლიმპიური სასახლიდან 16:00 საათიდან იქნება შესაძლებელი.