ჭანტურია გეგუჩაძეს გამოექომაგა - გვერდში დაუდექით და აგრძნობინეთ თქვენი ძალა #1TVSPORT
ჭანტურია გეგუჩაძეს გამოექომაგა - გვერდში დაუდექით და აგრძნობინეთ თქვენი ძალა #1TVSPORT

გია გეგუჩაძეს, რომლის მოხსნასაც ბათუმელ გულშემატკივართა ნაწილი ქუთაისის „ტორპედოსთან“ ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ ითხოვდა, მისი ყოფილი ფეხბურთელი, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და ბათუმის „დინამოს“ ექს-თავდამსხმელი რომან ჭანტურია გამოექომაგა. 

„ცუდია ასე რომ ფიქრობთ. მთავარი მწვრთნელი ის ფიგურაა, რომელზეც ყოველთვის ტყდება ჯოხი, კრიზისი ყველგანაა, იმ გუნდებშიც კი რომლებსაც ბათუმზე 100-ჯერ და 1000-ჯერ დიდი ბიუჯეტი და შესაძლებლობა აქვთ. მაგრამ ვთვლი, რომ ყველაზე დიდი წვლილი ბათუმის „დინამოს“ განვითარებაში და იმ ამბიციაში, რაც ბათუმის გულშემატკივარს აქვს (ჩემპიონობა) გეგუჩაძეს მიუძღვის, აჩიკოზე (ბერიძე) ლაპარაკი არ მაქვს“, – ამბობს რომან ჭანტურია.

მან გულშემატკივრებს მოუწოდა, შეფასებისას ნუ აჩქარდებიან: „შეეცადეთ, არ განსაჯოთ მხოლოდ დღევანდელი დღით, იმიტომ რომ ყველაფერი წინაა და დარწმუნებული ვარ, ჩემპიონებიც გახდებით! ჩემი რჩევა იქნება, გვერდში დაუდგეთ და აგრძნობინოთ თქვენი ძალა, ის ძალა, რომელიც საქართველოში არც ერთი გუნდის გულშემატკივარს არ აქვს – წარმატებები“.