ჩაკვეტაძის „უოტფორდი“ სეზონში პირველად დამარცხდა #1TVSPORT
ჩაკვეტაძის „უოტფორდი“ სეზონში პირველად დამარცხდა #1TVSPORT

ინგლისის ჩემპიონშიპში გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდი“ გასვლით მატჩში „შეფილდ იუნაიტედს“ დაუპირისპირდა და დაუმარცხებელი სერია შეწყვიტა – 0:1.

მეოთხე ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი „უოტფორდის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და გუნდში საუკეთესო შეფასება (7,1 ქულა) მიიღო.

„შეფილდ იუნაიტედი“ მეორე წუთზე დაწინაურდა – ბურთი საკუთარ კარში სტუმართა მეკარემ, დანიელ ბაჰმანიმ ჩაჭრა. მე-17 წუთზე მასპინძლებს მეორე ბურთის გატანაც შეეძლოთ, მაგრამ კიფერ მურმა პენალტი ვერ გამოიყენა.

ამ წაგებამ „უოტფორდის“ წარმატებული სერია შეწყვიტა და ჩემპიონშიპში გამართული ოთხი ტურის შემდეგ ცხრა ქულით მესამე ადგილზე დაქვეითდა.