გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდმა“ ინგლისის ჩემპიონშიპის შეხვედრა „კარდიფთან“ გამართა და ათმატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა – 0:1.
30-ე ტურის შეხვედრას ქართველი შემტევის გუნდმა საკუთარ სტადიონზე უმასპინძლა. გიორგი ჩაკვეტაძე „უოტფორდის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 60 წუთი ითამაშა, 44-ე წუთზე კი ყვითელი ბარათი მიიღო.
ერთადერთი გოლი „კარდიფის“ თავდამსხმელმა, ჯოშ ბოულერმა 43-ე წუთზე გაიტანა. „უოტფორდმა“ მცდელობის მიუხედავად, თამაშის გადარჩენა და ლიდერებთან ჩამორჩენის შემცირება ვერ მოახერხა.
„უოტფორდს“ ინგლისის ჩემპიონშიპში გამართული 30 ტურის შემდეგ 41 ქულა დარჩა, მე-11 ადგილზე დაქვეითდა და პრემიერლიგის პლეი ოფის ზონას 4 ქულით ჩამორჩება.