გიორგი ჩაკვეტაძის სატრანსფერო ფასი საგრძნობლად დაეცა – მაჩვენებლები ბელგიურმა გამოცემა „ვოეტბალნიუსმა“ შეაფასა.
ბელგიური კლუბების მოთამაშეთა ფასებს გერმანულმა სამენეჯერო ინტერნეტ-სააგენტო „ტრანსფერმარკტმა“ ზამთრის სატრანსფერო „ფანჯრის“ გახსნის დღეს გადახედა და ქართველი შემტევის ფასი 6 მილიონიდან 4 მილიონამდე შეამცირა.
„გიორგი ჩაკვეტაძის შეფასების შემცირებაში დიდ როლს ტრავმები თამაშობს. მისი ფასი ექვსიდან ოთხ მილიონამდე დაეცა, როგორც ქრონიკული რისკის მქონე მოთამაშის“, – ასკვნის „ვოეტბალნიუსი“.
ყველაზე დიდი ფასის დაცემა შემდეგ მოთამაშეებს შეეხო:
გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი) -2 (6-დან 4 მილიონამდე)
იარი ვერშარენი (ანდერლეხტი) -2,5 (13,5-დან 11 მილიონამდე)
ემანუელ დენისი (ბრიუგე) -5 (16-დან 11 მილიონამდე)
„ტრანსფერმარკტი“ ჩაკვეტაძის ტრანსფერს უფრო დაბალ ფასად 2018 წლის 11 სექტემბრამდე აფასებდა, როდესაც მის გრაფაში 3 მილიონის ნაცვლად 5 მილიონი ევრო ჩაწერეს, ხოლო 2018 წლის 27 დეკემბერს – 9 მილიონი.
2019 წლიდან მოყოლებული, ტრავმების გამო, გიორგი ფაქტობრივად, ვეღარ თამაშობს და მისმა შეფასებამ კლება დაიწყო.