ჩაკვეტაძის, ოქრიაშვილის, ხოჭოლავასა და მიქაუტაძის გარეშე - სანიოლმა საქართველოს ნაკრებში კვირკველია და ზივზივაძე დააბრუნა #1TVSPORT
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 2022 წლის სადებიუტო მატჩებისთვის მოსამზადებელ ეტაპს იწყებს. ვილი სანიოლის გუნდი 25 და 29 მარტს საერთაშორისო ამხანაგურ თამაშებს გამართავს. 25 მარტს საქართველოს ნაკრები სტუმრად, ბოსნია-ჰერცეგოვინას დაუპირისპირდება, 29 მარტს კი ჩვენი გუნდი ქალაქ ტირანაში ალბანეთს შეხვდება.
21 მარტიდან საქართველოს ნაკრები წლის პირველი ამხანაგური მატჩისთვის ბოსნია-ჰერცეგოვანის დედაქალაქში, სარაევოში შეიკრიბება. ამხანაგური თამაშებისთვის მოსამზადებლად საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ეროვნულ გუნდში 23 ფეხბურთელი გამოიძახა. მათ შორის ერთი დებიუტანტია, „დინამო თბილისის“ 20 წლის ნახევარმცველი ანზორ მექვაბიშვილი.
ეროვნულ ნაკრებს ამხანაგურ მატჩებში ტრავმებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო რამდენიმე ფეხბურთელი ვერ დაეხმარება – თორნიკე ოქრიაშვილი, დათა ხოჭოლავა, გიორგი ჩაკვეტაძე, ირაკლი აზაროვი, ასევე არ არიან გიორგი ქვილითაია და გიორგი მიქაუტაძე. დიდი ხნის პაუზის შემდეგ სანიოლმა გამოიძახა საბა კვერკველია, დავით კობოური, გიორგი ბერიძე და ბუდუ ზივზივაძე. არის ახალწვეულიც – გიორგი მექვაბიშვილი.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარე: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)
დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი), გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი, გერმანია), გოგა ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), საბა კვირკველია (მეტალისტი, ხარკოვი, უკრაინა), დავით კობოური (კარვინა, ჩეხეთი)
ნახევარდაცვა: ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ზურიკო დავითაშვილი (არსენალი, ტულა, რუსეთი), ვაკო გვილია (რაკუვი, ჩესტოხოვა, პოლონეთი), ლადო მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, ბარსელო, პორტუგალია), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო, თბილისი,საქართველო), ვაკო ყაზაიშვილი (ულსან ჰიუნდაი, სამხრეთ კორეა)
თავდასხმა: საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი, ანტაკია, თურქეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), გიორგი წიტაიშვილი (ჩერნომორეცი, ოდესა, უკრაინა), დავით ვოლკოვი (ზირა, ბაქო, აზერბაიჯანი), გიორგი ბერიძე, ბუდუ ზივზივაძე (ორივე – უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი)
საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი:
25 მარტი
23:45 ბოსნია-ჰერცეგოვინა – საქართველო
29 მარტი
20:00 ალბანეთი-საქართველო