ჩაკვეტაძის ნაცვლად გალოიანი - რა ვერსია ვრცელდება ქართველ ფეხბურთელზე #1TVSPORT
შესაძლოა, გიორგი ჩაკვეტაძე მალე „გენტში“ რუსეთის მოქალაქემ, არტურ გალოიანმა ჩაანაცვლოს – ინფორმაციას, რომლის სანდოობაც ჯერ დასაზუსტებელია, „მატჩ ტვ“ ავრცელებს.
„მოსკოვური კლუბის „ველესის” 22 წლის ნახევარმცველი არტურ გალოიანი, შესაძლოა, ბელგიური კლუბ „გენტის“ ფეხბურთელი გახდეს. ახალგაზრდა მოთამაშეს ზაფხულში შეეძლო მოსკოვის ცსკა-ში გადასულიყო. გარდა ამისა, მისი დამატებით „უფა“ დაინტერესდა. კლუბში ის შეცვლის ქართველ ფეხბურთელს, გიორგი ჩაკვეტაძეს, რომელიც, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში სხვა გუნდში გადავა“, – ამტკიცებს „მატჩ ტვ“.
ამასთან, „ველესის“ პრეზიდენტმა ევგენი შილენკოვმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ „გენტი“ მოსკოვურ გუნდს უკვე დაუკავშირდა.
„გენტთან“ მოლაპარაკებები ნამდვილად მიმდინარეობს, მაგრამ ამ დროისთვის არანაირი შეთანხმება არ არსებობს. ამიტომ მოლაპარაკებების მიმდინარეობაზე კომენტარს არ ვაკეთებთ“, – განუცხადა შილენკოვმა „სპორტ 24-ს“.
შეგახსენებთ, რომ მცირე ხნის წინ „გენტის“ მწვრთნელმა ჰაინ ვანჰაზებრუკმა პირველად გააკრიტრიკა ქართველი მოთმაშე და განაცხადა, რომ დამოკიდებულებას თუ არ შეიცვლიდა, აღარ ათამაშებდა.