ჩაკვეტაძის დებიუტი „ჰამბურგისთვის“ იღბლიანი გამოდგა - ქართველის გუნდმა გასვლაზე ლიდერი გაანადგურა [ვიდეო] #1TVSPORT
ჩაკვეტაძის დებიუტი „ჰამბურგისთვის“ იღბლიანი გამოდგა - ქართველის გუნდმა გასვლაზე ლიდერი გაანადგურა [ვიდეო] #1TVSPORT

გიორგი ჩაკვეტაძემ „ჰამბურგში“ სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა. გერმანიის მეორე ბუნდესლიგის 21-ე ტურში ქართველის ახალი გუნდი გათამაშების ლიდერს, „დარტმშტადტს“ ესტუმრა და მოულოდნელად დიდი ანგარიშით დაამარცხა.

22 წლის ქართველი ფეხბურთელი „ჰამბურგის“ ძირითად შემადგენლობაში ვერ მოხვდა და სათადარიგოებში იყო. მაგრამ 78-ე წუთზე ბაკერ ჯატას ნაცვლად მოედანზე გამოჩნდა – „ჰამბურგი“ გახდა მესამე კლუბი „დინამო თბილისის“ და „გენტის“ შემდეგ, რომლის ფორმაც ოფიციალურ შეხვედრებში ჩაკვეტაძემ მოირგო.

 

ჰამბურგმა“ მატჩი შესანიშნავად დაიწყო და მე-13 წუთზე რობერტ გლაცელის უსწრაფესი ჰეთ-თრიქით 3:0 დაწინაურდა. სტუმართა თავდამსხმელმა ანგარიში მე-5 წუთზე პენალტით გახსნა, შემდეგ კი თავი მე-10 და მე-13 წუთებზეც გამოიჩინა და რეალურად, „დარმშტადტს“ თამაშის გადარჩენის შანსი არ დაუტოვა.

45-ე წუთზე მასპინძელთა კარი მეოთხედ დავიდ კინსომბიმ აიღო, რომელიც ქართველის კონკურენტია, მაგრამ ვიდეორეფერიზე გადამოწმების შემდეგ თამაშგარე დაუფიქსირდა და გოლი არ ჩაუთვალეს. 64-ე წუთზე მასპინძლებსაც იგივე მოუვიდათ – აარონ სეიდალმა გაიტანა, მაგრამ ვიდეორეფერიმ მასაც თამაშგარე დაუფიქსირა. თუმცა, „ჰამბურგმა“ მასპინძლებს მეოთხედ მაინც გაუტანა – 76-ე წუთზე ეს მანეულ ვინცეიმერმა მოახერხა.

88-ე წუთზე კი რობერ გლაცელმა „პოკერი“ შეასრულა, ჩაკვეტაძის გუნდმა შეხვედრა 5:0 მოიგო და მეორე ბუნდესლიგაში გამართული 21 ტურის შემდეგ 37 ქულა დააგროვა, ისევე როგორც „შალკემ“, მაგრამ დამატებითი მონაცემებით მე-5 პოზიციაზეა. თუმცა, ამ ტურის შემდეგ ლიდერ „დარტმშტადტს“ მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება.