ჩაკვეტაძეს „ბორდო" აკვირდება
ჩაკვეტაძეს „ბორდო" აკვირდება

გამოცემა Leero Sport News-ის ცნობით, „როსტოვის“ უზბეკ თავდამსხმელს, ელდორ შომურადოვს და „გენტის“ ქართველ შემტევ ნახევარმცველს, გიორგი ჩაკვეტაძეს საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კლუბი, „ბორდო“ აკვირდება.

ამის შესახებ გამოცემამ კომენტარი ტაშკენტის „ფახტაკორის“ ქართველ მთავარ მწვრთნელს, შოთა არველაძეს, რომელიც ორივე ფეხბურთელს კარგად იცნობს.

„გიორგის პირადად ვიცნობ და ის შესანიშნავი ტექნიკის პატრონია. ბოლო სეზონში ნაკლები თამაში ჩაატარა, რადგან ტრავმის შემდეგ დიდი დრო გაუცდა. შარშან დიდ კლუბში ჩარიცხვასთან ახლოს იყო, მაგრამ საბოლოოდ ასე არ მოხდა. არ მიკვირს, რომ „ბორდო“ მისით დაინტერესდა, რადგან მოედნის კარგი ხედვა და სათამაშო აზროვნება ახასიათებს, რაც მას გამორჩეული დონის მოთამაშედ აქცევს. ჩაკვეტაძის თამაშით მისი გუნდი ყოველთვის უპირატესობას იღებს. როდესაც ფეხბურთელი გამორჩეულია, ასეთი აუცილებლად უმაღლეს დონეზე თამაშს შეეცდება. „ბორდო“ კი ევროპაში ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული კლუბია” – ამბობს შოთა არველაძე.