ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშა - „უოტფორდი“ „ნორვიჩთან“ დამარცხდა #1TVSPORT
გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდი“ ინგლისის ჩემპიონშიპის მორიგ მატჩში „ნორვიჩს“ ესტუმრა და მეტოქეს წინააღმდეგობა ვერ გაუწია – 1:4.
წინა ტურში ჩაკვეტაძემ მოდანი ტრავის გამო დატოვა. მაგრამ მისი დაზიანება სერიოზული არ აღმოჩნდა. ჩემპიონშიპის მეექვსე ტურის შეხვედრა ქართველმა ნახევარმცველმა „უოტფორდის“ ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და შეუცვლელად ითამაშა.
მასპინძლები მესამე წუთზე კალუმ დოილიმ დააწინაურა. მართალია, რაიან ენდრიუსმა (26) წონასწორობა აღადგინა, მაგრამ შესვენებამდე (45+3) „ნორვიჩი“ ესპანელი ბორხა საინსის გოლით ისევ წინ გავიდა. მეორე ტაიმში „ნორვიჩმა“ უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა.
„უოტფორდს“ ექვსი ტურის შემდეგ 10 ქულა აქვს და სატურნირნო ცხრილში მეხუთე ადგილზეა.