ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშა - „უოტფორდი“ „ლუტონთან“ დამარცხდა #1TVSPORT
გიორგი ჩაკვეტაძე სანაკრებო პაუზის შემდეგ „უოტფორდში“ დაბრუნდა, რომელიც ერთ-ერთ აუტსაიდერს, „ლუტონს“ ესტუმრა და დიდი ანგარიშით დამარცხდა – 0:3.
ინგლისის ჩემპიონშიფის მე-10 ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი „უოტფორდის“ ძირითად შემადგენლობაში იყო, შეუცვლელად ითამაშა და 6,5 შეფასება მიიღო.
„ლუტონმა“ ანგარიში მე-11 წუთზე კლარკის ზუსტი დარტყმით გახსნა. შესვენების შემდეგ თამაშის განახლებიდან ორ წუთში მასპინძლების უპირატესობა მორისმა გაზარდა, ხოლო საბოლოო ანგარიში 90+1-ე წუთზე ბრაუნმა დააფიქსირა.
„უოტფორდი“ 10 ტურის შემდეგ 16 ქულით მეექვსე ადგილზე დაქვეითდა, მაგრამ პრემიერლიგაში გადასასვლელი პლეი ოფის ზონაშია.