ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშა - „უოტფორდი“ ერთ-ერთ ლიდერთან დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT
გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდმა“ ინგლისის ჩემპიონშიპის მორიგი შეხვედრა ერთ-ერთი ლიდერის, „ლიდსის“ წინააღმდეგ ჩაატარა და 1:2 დამარცხდა.
მე-11 ტურის მატჩი ქართველის გუნდმა სტუმრად გამართა. საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა, ბევრი იბრძოლა, ხელსაყრელი მომენტებიც ჰქონდა, საბოლოოდ კი 6,6 შეფასება მიიღო.
„უოტფორდმა“ თამაში არადამაჯერებლად დაიწყო. ამაში დიდი როლი მეკარე ბაჰმანმა ითამაშა, რომელიც რამაზანის (4) და აარონსონის (7) გოლების დროს არადამაჯერებლად გამოიყურებოდა. „უოტფორდის“ პირველად სახიფათო მომენტი 39-ე წუთზე გიორგი ჩაკვეტაძემ შექმნა, მაგრამ მის მიერ დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია.
„უოტფორდმა“ სხვაობა ძალიან 47-ე წუთზე ბაას დარტყმით შეამცირა და თამაშის გადარჩენას შეეცადა, მაგრამ ვეღარ შეძლო. ინგლისის ჩემპიონშიპში გამართული 11 ტურის შემდეგ გუნდი 16 ქულით მე-8 პოზიციაზე დაქვეითდა.