ჩაკვეტაძემ ისევ ძირითადში ითამაშა - „უოტფორდი“ „ბრისტოლს“ დაუზავდა #1TVSPORT
ჩაკვეტაძემ ისევ ძირითადში ითამაშა - „უოტფორდი“ „ბრისტოლს“ დაუზავდა #1TVSPORT

გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდი“ ინგლისის ჩემპიონშიპშიბრისტოლს“ დაუპირისპირდა და ქულა მოიპოვა – 1:1.

28-ე ტურის შეხვედრა ქართველის გუნდმა გასვლაზე ჩაატარა. ჩაკვეტაძემ „ბრისტოლ სიტის“ წინააღმდეგ მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და ისევე როგორც წინა ტურში, ფაქტობრივად, შეუცვლელად ითამაშა – მხოლოდ 89-ე წუთზე შეცვალეს.

უოტფორდმა“ თამაში სასურველი სცენარით დაიწყო და მე-13 წუთზე დაწინაურდა. მასპინძელთა კარში დანიშნული პენალტი ნიგერიელმა ნახევარმცველმა, დელე-ბაშირუმ გოლად გარდასახა და ანგარიში გახსნა. მასპინძლებმა წონასწორობა მალე აღადგინეს – 25-ე წუთზე სტუმრებს სკოტ ტვინმა გაუტანა და ანგარიში თამაშის ბოლომდე აღარ შეცვლილა.

უოტფორდმა“ 28 ტურის შემდეგ 40 ქულა დააგროვა, მეცხრე ადგილზეა და პრემიერლიგის პლეი ოფის ზონასთან ჩამორჩენა სულ რაღაც სამ ქულამდე შეამცირა.