ჩაკვეტაძე „უოტფორდს“ „სანდერლენდთან“ მცირე ტრავმის გამო ვერ დაეხმარება #1TVSPORT
გიორგი ჩაკვეტაძე „სანდერლენდში“ ხვალინდელ თამაშს გამოტოვებს, რადგან მას საზარდულის პრობლემა აქვს, – ინფორმაციას კლუბის ვებგვერდი ავრცელებს.
„გუნდის მწვრთნელმა ტომ კლერლიმ კი თქვა, რომ „უოტფორდი“ გიორგი ჩაკვეტაძეს ზაფხულში მოახლოებული ევროპის ჩემპიონატის გათვალისწინებით უფრთხილდებიან. ქართველმა ფეხბურთელმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს ნაკრების პირველ დიდ ტურნირზე გასვლაში. მას ბოლო კვირეები მცირე ტრავმა აწუხებდა. ამის გამო გამოტოვა გასულ შაბათს „ჰალ სიტისთან“ მატჩი და „სანდერლენდთან“ სეზონის ბოლო საშინაო თამაშსაც არ ითამაშებს“, – წერია კლუბის განცხადებაში.
„გიორგის ევროპის ჩემპიონატამდე უნდა გავუფრთხილდეთ. მე ყოველთვის მსურს, ჩემი ფეხბურთელებს მხარი დავუჭირო და გავუგო. ამიტომ კარგად მესმის, ამ მომენტში რასაც განიცდის იმ გაურკვევლობის გამო, რაც ამ პრობლემას უაკვშირდება. ამიტომ, გიორგი შაბათის მატჩს გამოტოვებს“, – ეს უკვე მთავარი მწვრთნელის, კლევერლის სიტყვებია.
ჩაკვეტაძეს ტრავმის გამო დასვენება თებერვლის დასაწყისში და მარტში მოუხდა. პირველად თამაში მუხლის ტრავმის გამო გამოტოვა. 9 მარტს, ინგლისის ჩემპიონშიპის 37-ე ტურის შეხვედრაში „ქოვენთრისთან“ მატჩის პირველ ტაიმში დაშავდა და შესვენებაზე „უოტფორდის“ მწვრთნელმა სიფრთხილის გამო შეცვალა.
ქართველი შემტევი ნახევარმცველის ტრავმა სერიოზული არ გამოდგა, გუნდს დაუბრუნდა და შემდეგ საქართველოს ნაკრების ძირითად შემადგენლობაში ევრო 2024-ის პლეი ოფის ნახევარფინალიც ითამაშა ლუქსემბურგთან და საბერძნეთთან ისტორიული ფინალშიც მოედანზე იყო.
რამდენად სერიოზულია ჩაკვეტაძის ტარვმა, ჯერ უცნობია. ინგლისის ჩემპიონშიპის 45-ე ტურში „უოტფორდი“ „სანდერლენდს“ 27 აპრილს 18:00 საათზე უმასპინძლებს.