ჩაკვეტაძე სტალონეს დაეხმარა - ქართველმა გოლით და ასისტით გენტშიც გაიბრწყინა [ვიდეო]
გიორგი ჩაკვეტაძემ ბელგიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში პირველი გოლი გაიტანა. საქართველოს ნაკრების 19 წლის ფეხბურთელი „გენტის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და „ოოსტენდესთან“ გასვლითი შეხვედრა ბრწყინვალედ ჩაატარა.
გიორგის გადაცემით მე-18 წუთზე ანგარიში სტალონე ლიმბომბემ გახსნა. 43-ე წუთზე უკრაინელმა რომან იარემჩუკმა „გენტის“ უპირატესობა ორამდე გაზარდა, ხოლო 59-ე წუთზე გიორგი მეკარესთან პირისპირ გავიდა თავად გაიტანა – 0:3. 87-ე წუთზე სტალონემ თავი კიდევ ერთხელ გამოიჩინა. აღსანიშნავია, რომ ეს გოლიც ჩაკვეტაძემ შექმნა: მეკარემ ქართველის ძლიერად დარტყმული ბურთი უხეიროდ მოიგერია და სტალონემ დამატებაზე გაიტანა, მაგრამ გიორგის მეორე ასისტი არ ჩაუწერეს, „გენტმა“ კი გასვლზე 4:0 მოიგო.
შეგახსენებთ, რომ ჩაკვეტაძემ ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრებშიც თავი გოლით და ასისტით გამოიჩინა. აღსანიშნავია, რომ წელს გიორგიმ ბელგიის ჩემპიონატში პირველად გაიტანა და ახალი მთავარი მწვრთნელის, ჯეს ტორუპის წარმატებული დებიუტი განაპირობა.