ჩაკვეტაძე Sky Sports-მა „ოქსფორდთან“ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარა [ვიდეო] #1TVSPORT 

უოტფორდის“ ქართველი შემტევი ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე „ოქსფორდთან“ მოგებული (1:0) მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს – ასეთია ინგლისის ჩემპიონშიფის სატელევიზიო პარტნიორის, Sky Sports-ის შეფასება.

25 წლის ქართველმა ფეხბურთელმა ინგლისურ კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა, „ოქსფორდთან“ ყველაზე მეტი რეალური საგოლე მომენტი შექმნა და აღიარება დაიმსახურა.

ქართველის თამაში „უოტფორდის“ მწვრთნელმა, ტომ კლევერლიმაც გამოარჩია და განაცხადა, რომ გიორგი შედეგიანობის მაჩვენებელს თუ გაზრდის, მსოფლიო დონის ფეხბურთელი გახდება.

„ჩაკვეტაძე Sky Sports-მა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა და მეტოქის დაცვას საშინელება კიდევ ერთხელ მოუწყო. ვფიქრობ, მეორე ტაიმში ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთი, რომელიც ჩვენ ვაჩვენეთ, გიორგი კი მთავარი ფიგურა გახლდათ. ჩემთვის სასიხარულოა გიორგის მწვრთნელობა, როცა ის ენერგიითა სავსე. სტატისტიკას გოლები უნდა დაამატოს და მსოფლიო დონის ფეხბურთელი იქნება“, – თქვა კლევერლიმ.