ჩაკვეტაძე საზარდულის ტრავმის გამო „უოტფორდის“ განაცხადში ვერ მოხვდა #1TVSPORT
გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდი“ ინგლისის ჩემპიონშიპის მე-18 ტურის მატჩში საკუთარ მოედანზე „ნორვიჩს“ შეხვდა. გულშემატკივრებისთვის მნიშვნელოვანი ისაა, რომ საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი „უოტფორდის“ სამატჩო განაცხადში ვერ მოხვდა – სამწუხაროდ, როგორც გაირკვა, გიორგის საზარდული აწუხებს.
„გიორგი ჩაკვეტაძე „ნორვიჩთან“ საზარდულის ტრავმის გამო არ ითამაშებს“, – ასეთი მინაწერი იყო „უოტფორდის“ „ტვიტერზე“, როდესაც სამატჩო შემადგენლობა დაასახელეს.
„ჯეო თიმის“ ინფორმაციით, ჩაკვეტაძის ტრავმა სერიოზული არაა და, სავარაუდოდ, ვარჯიშს კვირის ბოლოს განაახლებს.
მთავარია, გიორგი მზად იყოს მარტის მატჩებისთვის, როდესაც საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის პლეი ოფში ლუქსემბურგს უმასპინძლებს.