ჩაკვეტაძე ქართული მედიის რჩეულია
ჩაკვეტაძე ქართული მედიის რჩეულია
გიორგი ჩაკვეტაძე „სარბიელის“ ტრადიციული გამოკითხვის გამარჯვებულია. გამოცემის რიგით მე-18 გამოკითხვის შედეგები უჩვეულოდ გვიან გამოცხადდა, რადგან გამარჯვებული საქართველოში არ იმყოფებოდა.
გამოკითხვაში სულ 79 ჟურნალისტი მონაწილეობდა, საქართველოს ნაკრებისა და „გენტის“ შემტევმა ნახევარცველმა კი ყველას დიდი უპირატსეობით გაასწრო, 214 ქულა დააგროვა და პირველ ადგილზე გავიდა.
„წინა წლებში ჟურნალისტებმა ისეთი ვარსკვლავები აღიარეს, რომ ჩემთვის ამ გამოკითხვაში გამარჯვება ძალიან საპატიოა. მადლობა ქართველ ჟურნალისტებს, რომლებმაც გამომარჩიეს. ჩემი დიდი სურვილია, რომ საქართველოს ნაკრებში ერთა ლიგაზე წარმატებით ვითამაშო და თამაშით ყველას გავახარო“ – ამბობს გიორგი ჩაკვეტაძე.
შეგახსენებთ, რომ „სარბიელის“ გამოკითხვაში მხოლოდ ჟურნალისტები მონაწილეობენ. სამეულში ასევე მოხვდნენ ეროვნული ნაკრებსი წევრები, ჯაბა კანკავა და საბა კვირკველია.