ჩაკვეტაძე მძიმე ტრავმას გადაურჩა
ჩაკვეტაძე მძიმე ტრავმას გადაურჩა

„გენტის“ ქართველი ლეგიონერი გიორგი ჩაკვეტაძე „გენკთან“ საგარეო შეხვედრაში გუნდის განაცხადში მოხვდა, მაგრამ დიდი ალბათობით, 19 წლის ფეხბურთელი ამ შეხვედრას გამოტოვებს.

საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ბელგიის თასზე „სენტ-ტრუიდენთან” შეხვედრისას დაშავდა და ჩემპიონატის ბოლო ტურში „სერკლ-ბრიუგესთან“ დაპირისპირება გამოტოვა.

მისმა თანაგუნდელმა, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა გიორგი ქვილითაიამ, პირველ არხთან განაცხადა, რომ ჩაკვეტაძე მძიმე ტრავმას გადაურჩა.

„გიორგი დაშავებული იყო, მაგრამ საშიში არაფერია. მთავარია, რომ საფრთხე არ გამართლდა და გიორგიმ ბევრად უარესი და რთული ტრავმა თავიდან აიცილა. „გენკთან“ ითამაშებს? შესაძლოა, სიფრთხილის გამო მოედანზე ისიც არ შეუშვან,“ – განაცხადა ქვილითაიამ.