ჩაკვეტაძე გერმანიის თასის ფინალის მიღმა დარჩა - „ჰამბურგი“ „ფრაიბურგთან“ დამარცხდა #1TVSPORT
გიორგი ჩაკვეტაძის „ჰამბურგი“ გერმანიის თასის ფინალში ვერ გავიდა. ნახევარფინალურ შეხვედრაში ქართველის გუნდმა „ფრაიბურგს“ უმასპინძლა და უშანსოდ დამარცხდა.
საქართველოს ნაკრების 22 წლის ფეხბურთელი „ჰამბურგის“ სათადარიგოთა შორის იყო, მისი გუნდი კი პირველივე ტაიმში მდევრის როლში აღმოჩნდა. „ჰამბურგის“ კარი მე-11 წუთზე პეტერსენმა აიღო, მე-17 წუთზე ჰოფლერმა გაიტანა, ხოლო 34-ზე გრიფოს პენალტის შემდეგ ანგარიში მასპინძლებისთვის გამანადგურებელი გახდა 0:3.
38-ე წუთზე სუჰონენმა „ფრაიბურგის“ კარი აიღო, მაგრამ ვიდეორეფერიმ თამაშგარე დააფიქსირა და გოლი არ ჩათვალა. „ჰამბურგმა“ მეტოქეს მეორე ნახევარში ბევრი ვერაფერი მოუხერხა.
სამწუხაროდ, „ჰამბურგის“ მწვრთნელმა ტიმ ვერნერმა ჩაკვეტაძე მხოლოდ 85-ე წუთიდან ათამაშა, როდესაც შედეგი უკვე გასაგები იყო. მასპინძლებმა სხვაობა სწორედ ამის შემდეგ შეამცირეს – 88-ე წუთზე გოლი რობერტ გლაცელმა შეამცირა.
საბოლოოდ, „ფრაიბურგმა“ 3:0 მოიგო და გერმანიის თასის ფინალში გავიდა, სადაც 21 მაისს „ლაიფციგისა“ და ბერლინის „უნიონის“ წყვილის გამარჯვებულს შეხვდება.