გიორგი ჩაკვეტაძე გამოჯანმრთელდა, მოედანს დაუბრუნდა და სრული დატვირთვით ივარჯიშა. საქართველოს ნაკრებისა და „ჰამბურგის” ფეხბურთელზე ინფორმაციას კლუბის – პრესსამსახური ავრცელებს.
„ოთხშაბათს „ჰამბურგმა“ ივარჯიშა – გუნდს სამშაბათს სონი კიტელი, სებასტიან შონლაუ და მორიც ჰეიერი დაუბრუნდნენ, ნახევარმცველები დევიდ კინსომბი და გიორგი ჩაკვეტაძე იყვნენ შემდეგი ორი, ვინც ეს ოთხშაბათს მოახერხეს. მწვრთნელმა ტიმ ვოლტერმა დანიშნა ორი ვარჯიში – ერთი დილით და მეორე დღის მეორე ნახევარში. შაბათს დიუსელდორფის „ფორტუნასთან“ გასვლითი მატჩისთვის მზადება სრული დატვირთვით მიმდინარეობს“, – წერია „ჰამბურგის“ პრეს-სამსახურის გავრცელებულ ცნობაში.
გერმანიის მეორე ბუნდესლიგის გუნდის 22 წლის ნახევარმცველს კორონავირუსი დაუდასტურდა, ისევე როგორც მის ბევრ თანაგუნდელს და ამის გამო გუნდმა თამაში გამოტოვა. საბედნიეროდ, გიორგის ვირუსი მსუბუქი ფორმით ჰქონდა და უკვე მომჯობინდა.
მეორე ბუნდესლიგის 26-ე ტურში გიორგი ჩაკვეტაძის „ჰამბურგს“ ერზგებირგეს „აუე“ საკუთარ სტადიონზე უნდა მიეღო, მაგრამ კვირას „ვოლკსპარკშტადიონზე“ დაგეგმილი მატჩი გადაიდო – მიზეზი „ჰამბურგში“ კორონავირუსის აფეთქება იყო. ქართველის გუნდი მორიგ შეხვედრაში დიუსელდორფის „ფორტუნას“ 19 მარტს დაუპირისპირდება.