ჩაკვეტაძე ფორმაში შედის - გიორგიმ „ფეიენოორდთან“ ტაიმი ითამაშა #1TVSPORT
ჩაკვეტაძე ფორმაში შედის - გიორგიმ „ფეიენოორდთან“ ტაიმი ითამაშა #1TVSPORT

გიორგი ჩაკვეტაძე ფორმაში შედის და „გენტის“ შემადგენლობაში გამოჩნდა. ეს ბელგიური გუნდის მოსამზადებელ ეტაპზე მოხდა, სადაც საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველის გუნდი როტერდამის „ფეიენოორდს“ დაუპირისპირდა.

გენტი“ ცნობილ ნიდერლანდურ კლუბს საკუთარ სტადიონზე შეხვდა და ამხანაგური მატჩი ფრედ დაასრულა – 1:1. ჩაკვეტაძე ბელგიელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და პირველი ტაიმის შემდეგ დაასვენეს. ჰეინ ვანჰეზებრუკის გუნდი 56-ე წუთზე ტარიკ ტისუდალმა დააწინაურა. მაგრამ მე-60 წუთზე „ფეიენოორდისშემტევმა ნაუფალ ბანისმა საპასუხო გოლი გაიტანა.

ჩაკვეტაძემ შეკრებაზე უკვე მეორედ ითამაშა. პირველად ეს 18 ივნისს მოხდა, როდესაც „გენტი“ საკონტროლო მატჩში სამოყვარულო კლუბ „დიკელვენეს“ დაუპირისპირდა და 3:2 მოიგო. ამ შეხვედრაში გიორგიმ მეორე ტაიმი სრულად ითამაშა.

ტრავმით გამოწვეული უმძიმესი 2 წლის შემდეგ, ჩაკვეტაძის მოედანზე დაბრუნება სასიხარულო და დამაიმედებელია ფაქტია. იმედია, შემოდგომაზე მზად იქნება, როდესაც საქართველოს ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მნიშვნელოვანი შეხვედრები ელის.

მომდევნო საკონტროლო მატჩს „გენტი“ 3 ივლისსბრიუსელისუნიონს“ შეხვდება, რომელიც ბელგიის ჯუპილერ ლიგაში გიორგი მიქაუტაძის „სერენთან“ ერთად დაწინაურდა.