გიორგი ჩაკვეტაძემ შესაძლოა, ხანგრძლივი შესვენების შემდეგ, ბელგიის ჩემპიონატში ითამაშოს. ეს ცნობილი გახდა კლუბის ოფიციალური გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან.
გენტის გვერდზე გამოქვეყნდა გუნდის განაცხადი და იმ მოთამაშეთა გვარები, რომლებიც დღევანდელი მატჩისთვის ემზადებიან. 21-კაციან სიაში საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი გიორგი ქვილითაიაც მოხვდა.
ლიდერთა ექვსეულის მესამე ტურში ჩაკვეტაძისა და ქვილითაიას გენტი დღეს გათამაშების ლიდერ გენკს ესტუმრება. მატჩი თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება.
მსგავსი რამ, როდესაც ჩაკვეტაძე განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია, ადრეც მომხდარა. შეუძლია თუ არა 19 წლის ქართველს მოედანზე გასვლა, ეს დღეს გამოჩნდება. თუმცა, გენტის მთავარი მწვრთნელის, ჯეს ტორუპის თქმით, ქართველ ლეგიონერს ტრავმა აღარ აწუხებს.