ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციამ გამოაქვეყნა პრეტენდენტთა საჭადრაკო ტურნირის სრული შემადგენლობა.
მსოფლიოს ჩემპიონობის პრეტენდენტის სტატუსისთვის იბრძოლებენ – ფაბიან კარუანა (აშშ), თეიმურ რაჯაბოვი (აზერბაიჯანი), ლიჟენ დინი (ჩინეთი), ჰაო ვანი (ჩინეთი), ალექსანდრ გრიშჩუკი (რუსეთი), იან ნეპომნიაშჩი (რუსეთი), ანიშ გირი (ჰოლანდია), კირილ ალექსეენკო (რუსეთი).
ტურნირის გამარჯვებული მოიპოვებს უფლებას – საჩემპიონო მატჩში დაუპირისპირდეს მოქმედ ჩემპიონს, ნორვეგიელ მაგნუს კარლსენს.
პრეტენდენტთა ტურნირი 2020 წელს რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში გაიმართება.