ბათუმში, სასტუმრო ,, შერატონში” ამ წუთებში ევროპის გუნდური ჩემპიონატის პირველი ტურის პარტიები მიმდინარეობს.
კონტინენტის გუნდურ ჩემპიონატზე საქართველოს ღირსებას სამი ქალთა და ვაჟთა ორი ნაკრები დაიცავს.
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნული გუნდი პირველ ტურში ჩეხეთის ნაკრების წინააღმდეგ თამაშობს.
დაფების მიხედვით დღეს ნანა ძაგნიძე, ლელა ჯავახიშვილი, ბელა ხოტენაშვილი და მერი არაბიძე ასპარეზობენ.
ქალთა მეორე და მესამე ნაკრებების წევრები კი სლოვენიისა და სლოვაკეთის გუნდების წინააღმდეგ თამაშობენ.
ვაჟთა პირველი გუნდი ივან ჩეპარინოვის, ლევან ფანცულაიას, ლუკა პაიჭაძის და გიგა ყუფარაძის შემადგენლობით დღეს ფინეთის გუნდს ხვდება, მეორე ნაკრები კი თურქეთის გუნდის წინააღმდეგ თამაშობს.
ბათუმში, ევროპის ჩემპიონის ტიტულისთვის 39 გუნდი იბრძოლებს.
ბათუმმა ევროპის გუნდურ ჩემპიონატს ზუსტად 20 წლის წინ, 1999 წელს უმასპინძლა.