ჭადრაკი - მონაკოში ქალთა გრან-პრი დაიწყო
ჭადრაკი - მონაკოში ქალთა გრან-პრი დაიწყო

მონაკოში, სტარტი აიღო ქალთა მსოფლიო გრან პრის  მეორე  ეტაპმა  ნანა ძაგნიძის  მონაწილეობით.

ასპარეზობა წრიული სისტემით 11 ტურად გაიმართება 12 მონაწილეს შორის. სათამაშო  დღეები: 3-8; 10-14 დეკემბერი; დასვენების დღე 9 დეკემბერი;

პირველ ტურში ნანამ, შავი ფიგურებით ჰარიკა დრონოვალი დაუპირისპირდა და  ყაიმით დაასრულა შეხვედრა. მეორე ტურში ქართველი დიდოსტატის მეტოქე უკრაინელი ანა მუზიჩუკი იქნება.

გრან პრის მეორე ეტაპზე მონაწილეობენ:

1.ჰამპი კონერუ         (ინდოეთი;2577)

2.ალექსანდრა გორიაჩკინა (რუსეთი;2571)

3.მარია მუზიჩუკი     (უკრაინა;2558)

4.კატერინა ლაგნო   (რუსეთი;2547)

5.ანა მუზიჩუკი          (უკრაინა;2537)

6.ნანა ძაგნიძე           (საქართველო;2520)

7.ჰარიკა დრონოვალი (ინდოეთი;2518)

8.ვალენტინა გუნინა (რუსეთი;2488)

9.ჟაო    სიუე                 (ჩინეთი;2484)

10.ალექსანდა კოსტენიუკი (რუსეთი;2482)

11.ელიზაბეტ პეტცი (გერმანია;2475)

12.პია  კრამლინგი    (შვედეთი;2461)