ჩაბი ალონსო - თავისი ხასიათითა და გამოცდილებით კილიან მბაპე გუნდის ლიდერია #1TVSPORT
ჩაბი ალონსო - თავისი ხასიათითა და გამოცდილებით კილიან მბაპე გუნდის ლიდერია #1TVSPORT

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, ჩაბი ალონსომ კილიან მბაპეს თავისი გუნდის ლიდერი უწოდა.

– ელოდით მბაპესგან ასეთ დონეს?

– მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე კილიანი ბოლომდე კარგად ვერ გრძნობდა თავს გასტროენტერიტის გამო. ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივდიოდით წინ, ვაკვირდებოდით ერთმანეთს. კილიანს ძალიან უყვარს დეტალებში ჩაღრმავება, თავად თამაშის ნიუანსებში გარკვევა.

შემდეგ ამ ყველაფერს ის ინდივიდუალურ ჯადოქრობას ამატებს. მაგრამ საქმე მხოლოდ კილიანში, ვინისიუსში ან როდრიგოში არ არის – ჩვენ გვჭირდება საერთო გუნდური მუშაობა, რათა მათ შეძლონ სხვაობის შექმნა. ჩემი დამსახურება აქ არ არის.

– ხედავთ კილიანში ლიდერს?

– ეჭვგარეშეა. ხასიათით, გამოცდილებით… ის ერთ-ერთი იმათგანია, ვისაც სხვები მიჰყვებიან. როცა გუნდი ჩამოყალიბების პროცესშია, თავიდანვე გასაგები ხდება, ვინ არის წინამძღოლი. კილიანი სწორედ ასეთი ადამიანია.

– იგრძნობა თუ არა მბაპეში საგანგაშო მომენტები იმის გამო, რომ დღემდე არ მოუგია ჩემპიონთა ლიგა?

– არა, ასეთი მომენტი არ არის. ჩვენ ვხედავთ პროექტს, რომელიც მხოლოდ ახლა იღებს სტარტს. ერთ-ერთი მიზანია, რაც შეიძლება მალე მოვიგოთ ჩემპიონთა ლიგა.

კილიანი ამ გზის მნიშვნელოვანია ნაწილია, მაგრამ მე ვერ ვხედავ მასში ნერვიულობას. ჩვენ ხშირად ვლაპარაკობთ ჩემპიონთა ლიგაზე, მაგრამ განვიხილავთ არა მომავალი წლის მაისს, არამედ უახლოეს შეხვედრას.