„ლევერკუზენის“ მთავარი მწვრთნელი ჩაბი ალონსო მზად არის იმისთვის, რომ მადრიდის „რეალს“ ჩაუდგეს სათავეში. ამის შესახებ დაწერა ჟურნალისტმა მარიო კორტახენამ.
ესპანელი ჟურნალისტი არ განიხილავს სხვა ვარიანტებს და ელოდება, როდის დაიწყებს მასთან მოლაპარაკებებს მადრიდული კლუბი. „რეალს“ ასევე მიაჩნია ჩაბი ალონსო თავისთვის იდეალურ ვარიანტად.
მაგრამ „რეალის“ ამჟამინდელი დამრიგებელი კარლო ანჩელოტი, რომლის კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდეა ძალაში, არ აპირებს კლუბის დატოვებას. ის ახალი ტიტულების მოგებას გეგმავს და მადრიდში, მინიმუმ, კიდევ ერთი სეზონის გატარება სურს.