ჩაბი ალონსო სამწვრთნელო მოღვაწეობას იწყებს. ცნობილი ესპანელი ფეხბურთელი, რომელმაც მოთამაშის კარიერა გასული სეზონის ბოლოს, მიუნხენის „ბაიერნში“ დაასრულა, ახლა თავის ერთ-ერთ ყოფილ კლუბში, „რეალ მადრიდში“ ბრუნდება, რათა ბავშვთა გუნდს (Infantil A) ჩაუდგეს სათავეში.
ესპანური გამოცემა „მარკა“ (Marca) წერს, რომ ჩაბი ალონსომ პრაქტიკულად ფეხბურთელის კარიერის დასრულებისთანავე დაიწყო მწვრთნელობაზე ფიქრი და ჩათვალა, რომ ყველაზე კარგი იქნებოდა, თუ მისი ცხოვრების ეს ახალი ეტაპი მადრიდში აიღებდა სტარტს.
ჩაბი ალონსომ საფეხბურთო კარიერა მშობლიური სან-სებასტიანის „რეალ სოსიედადში“ დაიწყო, ამის შემდეგ კი „ეიბარში“, „ლივერპულში“, „რეალ მადრიდსა“ და „ბაიერნში“ უთამაშია.