ჩაბი ალონსო კიდევ ერთი სეზონით „ლევერკუზენში“ დარჩა #1TVSPORT
ჩაბი ალონსო კიდევ ერთი სეზონით „ლევერკუზენში“ დარჩა #1TVSPORT

„ლევერკუზენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ჩაბი ალონსომ განაცხადა, რომ რჩება თავის ამჟამინდელ კლუბში. ადრე პრესა იტყობინებოდა, რომ ესპანელმა სპეციალისტმა, შესაძლოა, მომავალი სეზონიდან „ბაიერნი“ ან „ლივერპული“ ჩაიბაროს.

„მე მონაწილეობა მივიღე „ლევერკუზენის“ კრებაში და იქ ვაცნობე, რომ გავაგრძელებ კლუბში მუშაობას. ჩემი მომავლის შესახებ ბევრი ლაპარაკის ფონზე, ფიქრისა და გადაწყვეტილების წინ პაუზა ავიღე.

ეს საუკეთესო ადგილია ჩემთვის. „ლევერკუზენში“ ჩემი მუშაობა არ დასრულებულა. მინდა, დავეხმარო კლუბსა და ფეხბურთელებს განვითარებაში. აქ ხელმძღვანელობა და სხვა ყველაფერი შესანიშნავია. ჯერ კიდევ ახალგაზრდა მწვრთნელი ვარ და ვფიქრობ, ეს საუკეთესო გადაწყვეტილებაა ჩემთვის.

ფეხბურთელებმაც უკვე ყველაფერი იციან. დედლაინი ამ კვირას იყო. ახლა ყველაფერი საბოლოოდ გარკვეულია.

არ გავაკეთებ კომენტარს „ლივერპულთან“ ან „ბაიერნთან“ დაკავშირებით. ისინი დიდი კლუბები არიან, რომელთანაც ძლიერი კავშირები მაქვს. თუმცა, მე იმ ადგილას ვარ, სადაც ყოფნა მსურს“, – განაცხადა 42 წლის ესპანელმა სპეციალისტმა.

ჩაბი ალონსო „ლევერკუზენს“ 2022 წლის ოქტომბრიდან ავარჯიშებს. მიმდინარე სეზონზე მისი გუნდი ლიდერობს ბუნდესლიგის ცხრილს და „ბაიერნს“ 13 ქულით უსწრებს.