ფაბრიციო რომანო - ჩაბი ალონსო „ჩელსის“ ახალი მთავარი მწვრთნელია #1TVSPORT
ფაბრიციო რომანო - ჩაბი ალონსო „ჩელსის“ ახალი მთავარი მწვრთნელია #1TVSPORT

ესპანელი სპეციალისტი ჩაბი ალონსო „ჩელსის“ ახალი მთავარი მწვრთნელი გახდა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა იტალიელმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომ.

მისი ინფორმაციით, ლონდონურმა კლუბმა ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა ალონსოსთან – 2030 წლის ზაფხულამდე. ოფიციალური ინფორმაცია ამის შესახებ უახლოეს საათებში გახდება ცნობილი. ამტკიცებენ, რომ ესპანელი სპეციალისტი 1 ივლისიდან უნდა შეუდგეს მოვალეობის შესრულებას, მაგრამ ის დაუყოვნებლივ დაიწყებს მუშაობას, მათ შორის, უხელმძღვანელებს კლუბში სატრანსფერო საკითხებს.