11 ნოემბერს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები შეიკრიბება და ევროშესარჩევის მოახლოებული მატჩებისთვის მზადებას დაიწყებს. 15 ნოემბერს გუნდი საფრანგეთს ესტუმრება, ხოლო 19 ნოემბერს ასევე გასვლაზე სლოვაკეთს შეხვდება.
სამწუხაროდ, გია ცეცაძის გუნდი ოფიციალურ მატჩებს დანაკლისით ხვდება – ნაკრებს გიორგი არაბიძე და ვატო არველაძე ვერ დაეხმარებიან. ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, ორივე მათგანი ტრავმირებულია. მართალია, ეროვნულ გუნდშია გამოძახებული ზურიკო დავითაშვილი, მაგრამ ის ახალაგზრდულს სლოვაკეთში შეუერთდება.
მეკარეები: ლუკა გუგეშაშვილი (გრანადა, ესპანეთი), დემეტრე ბულისკერია (ლოკომოტივი), გიორგი მამარდაშვილი (რუსთავი)
მცველები: ილია ბერიაშვილი (თელავი), ალექსანდრე ანდრონიკაშვილი (ლოკომოტივი), ლუკა ლოჩოშვილი (ჟილინა, სლოვაკეთი), ვაჟა ფაცაცია (დინამო ბთ), დავით კობოური (დინამო თბ), ლაშა უგრეხელიძე(სიონი), ნიკა მალი(საბურთალო), ლევან ხარაბაძე (ციურიხი, შვეიცარია)
ნახევარმცველები: იური ტაბატაძე (საბურთალო), ლუკა სილაგაძე(რუსთავი), ნიკა ნინუა(დინამო თბ), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), გიორგი კუცია (დილა), დავით სამურკასოვი (ლოკომოტივი), რატი არდაზიშვილი (ჩიხურა)
თავდამსხმელები: გიორგი კოხრეიძე (საბურთალო), ბექა ქავთარაძე(რუსთავი), ნუგზარ სპანდერაშვილი (დილა), ირაკლი ბუღრიძე (ბეერსხოტი, ბელგია), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, რუსეთი)