"ცე-ეს-კამ" "ხიმკი" მეორე ტაიმში გატეხა
"ცე-ეს-კამ" "ხიმკი" მეორე ტაიმში გატეხა

საკალათბურთო “ევროლიგაზე” სტარტი აიღო პლეი ოფების სერიამ. ტურნირის ერთერთი მთავარი ფავორიტი მოსკოვის “ცე-ეს-კა” საკუთარ არენაზე “ხიმკის” დაუპირისპირდა და მეტოქეს დაძაბულ ბრძოლაში მხოლოდ 3 ქულის სხვაობით, 98-95 სძლია.

პირველი ტაიმი უკეთ სტუმრებმა ჩაატარეს და შესვენებაზე 8 ქულიანი უპირატესობით გავიდნენ, თუმცა მეორე ნახევარში მოსკოველები გააქტიურდნენ. სერხიო როდრიგესის (22 ქულა), ოტელო ჰანტერის (18 ქულა) და კლაიბერნის (14 ქულა) კარგი თამაშის წყალობით “ცე-ეს-კამ” “ხიმკის” დამარცხება და სერიაში დაწინაურება შეძლო. სტუმართა შორის 22 ქულით საუკეთესო ალექსეი შვედი გამოდგა.

21 ქულით დაასრულა მატჩი ვიალცევმა. მომდევნო მატჩი ამ ორ გუნდს შორის 19 აპრილს კვლავ ” ცე ეს კას” საშინაო არენაზე გაიმართება.