Calciomercato მამარდაშვილის შესაძლო ტრანსფერზე - „ინტერი“ სომერს ენდობა, მაგრამ სურს, სამომავლოდ მამარდაშვილთან ერთად მოემზადოს #1TVSPORT
Calciomercato მამარდაშვილის შესაძლო ტრანსფერზე - „ინტერი“ სომერს ენდობა, მაგრამ სურს, სამომავლოდ მამარდაშვილთან ერთად მოემზადოს #1TVSPORT

გიორგი მამარდაშვილისთვის ბრძოლაში „ინტერს“ აშკარა უპირატესობა აქვს „იუვენტუსთან“ და სურს, რომ უახლოეს მომავალში „ვალენსიასა“ და საქართველოს ნაკრების მეკარემ ასაკოვანი იან სომერი ჩაანაცვლოს – ინფორმაციას იტალიური გამოცემა Calciomercato ავრცელებს.

„ინტერის“ 35-მილიონიანი შეთავაზება

„ინტერის“ და „იუვენტუსის“ დუელი მხოლოდ მოედანზე არ შემოიფარგლება: ბრძოლა სატრანსფერო ბაზარზეც მიმდინარეობს, სადაც კრიშტიანო ჯუნტოლი და ბეპე მაროტა გუნდების გასაძლიერებლად საბრძოლველად მზად არიან.

საუბარია ერთ-ერთ ფეხბურთელზე, რომელმაც გასულ სეზონში ესპანეთის ჩემპიონატში უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა, მიუხედავად მისი გუნდისთვის რთული პერიოდისა. საუბარია ქართველ მეკარე გიორგი მამარდაშვილზე, რომელიც ამჟამად „ვალენსიაში“ თამაშობს. ჯერ კიდევ ზაფხულში მისი ესპანეთში ყოფნა საეჭვო ჩანდა, მაგრამ სეზონის ბოლოს გუნდს აუცილებლად შეიცვლის.

„ინტერი“ ყველაზე დაინტერესებულ გუნდებს შორისაა, რომლებიც მზად არიან ახალგაზრდა ფეხბურთელში ინვესტიცია ჩადონ. როგორც ჩანს, მილანელებმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგეს ტრანსფერის განსახორციელებლად, აჯობეს „იუვენტუსს“ და პრემიერ ლიგის ზოგიერთი გუნდის კონკურენციაც დაძლიეს. ბეპე მაროტა მზადაა მაგიდაზე 35 მილიონი დადოს, „ვალენსიას“ კი 60 სურს.

იან სომერის მიერ ამ სეზონში ნაჩვენები შესანიშნავი თამაშის მიუხედავად, შვეიცარიელ მეკარეს შესაძლოა შეუერთდეს ამჟამად „ვალენსიაში“ მოთამაშე 2000 წელს დაბადებული ქართველი. „ინტერის“პირველმა ნომერმა ლიგის 16 მატჩში კარი 11-ჯერ მშრალად შეინახა და სერია A-ში ახალი რეკორდი დაწერა. „ბაიერნის“ ყოფილმა კიპერმა გუნდის ნდობა დაიმსახურა, მაგრამ ის 35 წლისაა და „ინტერს“ უკვე სურს, მომავლისთვის მამარდაშვილთან ერთად მოემზადოს“, – წერს იტალიური გამოცემა.