Calciomercato ჩაკვეტაძეზე - მისი სატრანსფერო ფასი 10 მილიონია და „რომა“ მასში პეროტის შემცვლელს ხედავს
„რომა“ ჩაკვეტაძეს აკვირდება – „ბარსელონას“ გამოწვევა ახალი პეროტისთვის“ – ასეთი სათაურით გამოაქვეყნა გამოცემა Calciomercato-მ სტატია გიორგი ჩაკვეტაძეზე, სადაც მის ახალ სატრანსფერო ფასს ასახელებს.
„ჩაკვეტაძეს შეუძლია გახდეს მნიშვნელოვანი ფიგურა ნახევარდაცვის ცენტრში. ხარისხი საკმარისად გააჩნია – იოლად შეუძლია მეტოქის ერთი-ერთზე მოტყუება და დაცვითი ბარიერების გადალახვა, რაც მას აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ახალგაზრდად წარმოაჩენს. მისი სახელი ჩაინიშნეს „რომას“ სელექციონერებმა, რომლებიც ეძებენ დიეგო პეროტის (არგენტინის ნაკრებისა და „რომას“ შემტევი ნახევარმცველი) შემცვლელს. ტრავმების და სხვა მიზეზების გამო, პეროტის არგენტინაში დაბრუნება სურს და შესაძლოა, მალე „რომა“ დატოვოს“, – წერს იტალიური გამოცემა.
Calciomercato ჩაკვეტაძის სატრანსფერო ფასის ახალ ვერსიას ასახელებს. „მისი კონტრაქტი „გენტს“ ეკუთვნის, რომელმაც ჯერ მისი ტრანსფერის დაბლოკვა გადაწყვიტა. ქართველის სატრანსფერო ღირებულება კი დააახლოებით 10 მილიონ ევროს შეადგენს“, – წერს გამოცემა.