C ლიცენზიის მწვრთნელთა გადამზადება დასრულდა - ევროლიცენზია 359 მწვრთნელმა მიიღო
C ლიცენზიის მწვრთნელთა გადამზადება დასრულდა - ევროლიცენზია 359 მწვრთნელმა მიიღო

თბილისში, სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე” ეროვნული კატეგორიის C ლიცენზიის მქონე მწვრთნელთა გადამზადების კურსები დასრულდა.

ორდღიანი სწავლება, როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილს მოიცავდა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით და თბილისის, აფხაზეთის, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონული ფედერაციების მონაწილეობით გაიმართა.

კურსებში მონაწილეობა ზემოთ ჩამოთვლილი რეგიონების გარდა, ყველა იმ მსურველმა მიიღო, რომლმაც აქამდე გამართულ გადამზადების პროცესში მონაწილეობა ვერ შეძლო. გადამზადების შემდეგ კი თითოეული მათგანი უეფა-ს მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიას მიიღებს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნული კატეგორიის მქონდე C ლიცენზიის მფლობელთათვის გადამზადების პროცესი დაასრულა, სულ მთელი ქვეყნის მასშტაბით 359 მწვრთნელი გადამზადდა და თითოეულმა მათგანმა ევროპული ხარისხის ლიცენზია მიიღო.

აღსანიშნავია, რომ კურსები ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით მწვრთნელებისათვის სრულიად უსასყიდლოდ გაიმართა.