BWIN სკანდალური ინფორმაცია: "კოლხეთი" – "დინამო", შესაძლოა, ჩაწყობილი იყო
BWIN სკანდალური ინფორმაცია: "კოლხეთი" – "დინამო", შესაძლოა, ჩაწყობილი იყო

რუსული გამოცემა championat.com სკანდალურ ინფორმაციას ქვეყნებს – საქართველოს ეროვნული ლიგის მე–17 ტურის მატჩმა, სადაც ფოთის “კოლხეთმა” თბილისის “დინამოს” უმასპინძლა, ბუკმეკერები დააეჭვა. კომპანია bwin-ში დააფიქსირეს, როდესაც “კოლხეთი” 1:0-ს იგებდა, “დინამოს” სასარგებლოდ ანომალურად დიდი რაოდენობით ფსონების დადება დაიწყო.

championat.com“-ის ცნობით, ბუკმეიკერული კომპანია BWIN-ში განსაკუთღებით ბევრი ფსონი დაიდო სტუმართა 1,5 და 2,5-იანი ფორით მოგებაზე. საბოლოოდ, “დინამომ” 6:3 მოიგო, თბილისელებმა კი ბოლო 8 წუთში 3 გოლი გაიტანეს.

რუსული გვერდის ცნობით, BWIN–მა ყველა საეჭვო ფსონის დამდები მომხმარებელი დაბლოკა და ინფორმაცია ევროპული სპორტის უსაფრთხოების სამსახურს (ESSA)-ს გადაუგზავნა. ESSA 2005 წელს დაარსებული ორგანიზაციაა, რომელიც საეჭვო თამაშების მონიტორინგს ატარებს და მსხვილ; ბუქმეიქერულ კომპანიაებთან (bwin, William Hill, bet365, Paddy Power Betfair) და სპორტულ ორგანიზაციებთან თამაშრომლობს, მათ შორის, ფიფასთან, საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან და უეფასთან. თანამშრომლობა საეჭვო ფსონების შემთხვევაში ინფორმაციების გაცვლას გულისხმობს.

“ანომალური რაოდენობის ფსონებიდან, რომელიც გუშინ ფოთის “კოლხეთისა” და თბილისის “დინამოს” შეხვედრაზე დაიდო, გარიგებული თამაში ჩაატარეს. სტუმართა მოპგებაზე 1,5-ზე მეტი გოლით. თანაც, უმრავლესობა “ლაივში” დაიდო, პირველი ტაიმის ბოლოს. ლამაზად ჩაატარეს – 3:6 ფინალური შედეგი” – წერს BWIN–ის გენერალური დირექტორი დმიტრი სერგეევი ფეისბუქის გვერდზე.

თუმცა, აქ ერთი უზუსტობაა: პირველი ტაიმის შემდეგ „კოლხეთი“ არ იგებდა: 32-ე წუთზე ფოთელთა თავდამსმხელის, ილია მიხალიოვის გოლს 42-ე წუთზე „დინამოს“ მცველმა ლაშა თოთაძემ უპასუხა და შესვენებაზე გუნდები 1:1-ზე გავიდნენ.

პირველი არხი შეეცდება, ამასთან დაკავშირებით გუნდების კომენტარები შემოგთავაზოთ.