ბუსკეტსი ხელფასის შემცირებას დათანხმდა #1TVSPORT
ბუსკეტსი ხელფასის შემცირებას დათანხმდა #1TVSPORT

კატალონიური გრანდის ხელმძღვანელობა კვლავ ცდილობს ფინანსური პრობლემების მოგვარებას და ხარჯების შემცირებას ფეხბურთელების ანაზღაურების შეკვეცის ხარჯზე.

კლუბის მენეჯმენტმა მოახერხა „ბარსელონას“ ერთ-ერთი ლიდერი, სერხიო ბუსკეტსი ხელფასის შემცირებაზე დაეთანხმებინა,  – იუწყება ESPN.

შეგახსენებთ, რომ სერხიო ბუსკეტსი კატალონიური კლუბის ღირსებას 2005 წლიდან იცავს. ლიონელ მესის წასვლის შემდეგ კი მან კაპიტნის სამკლავურიც მოირგო.

ესპანეთის ჩემპიონატის განახლებულ სეზონში ბუსკეტსმა „ბარსელონას“ შემადგენლობაში ორივე მატჩი ჩაატარა და შედეგიანობით თავი არ გამოუჩენია.