ბუსკეტსი ანაზღაურების შემცირებას დათანხმდება და გუნდს არ დატოვებს, თუ მესი „ბარსელონაში“ დაბრუნდება #1TVSPORT
ბუსკეტსი ანაზღაურების შემცირებას დათანხმდება და გუნდს არ დატოვებს, თუ მესი „ბარსელონაში“ დაბრუნდება #1TVSPORT

„ბარსელონამ“ ბუსკეტსს ახალი კონტრაქტი შესთავაზა, რომელშიც ანაზღაურება მკვეთრად არის შემცირებული, მაგრამ ფეხბურთელი ამ წინადადებას მიიღებს, თუ ლიონელ მესი კატალონიურ კლუბში დაბრუნდება, – იუწყება Mundo Deportivo.

ესპანური გამოცემა წერს, რომ ბუსკეტსისთვის ხელფასზე მნიშვნელოვანი მესისთან ერთად თამაშია და, შემცირებული ანაზღაურების მიუხედავად, არგენტინელთან მოლაპარაკების წარმატებით დასრულების შემთხვევაში სხვა გუნდში გადასვლაზე არ იფიქრებს.

„ბარსელონას“ სატრანსფერო შესაძლებლობებს ართულებს ის გარემოება, რომ კლუბი ფინანსურ მაქინაციებშია ეჭვმიტანილი და გამოძიება ახლაც გრძელდება.

კატალონიელები მიმდინარე სეზონში ესპანეთის ჩემპიონატს ერთპიროვნულად ლიდერობენ და უახლოეს მდევარს, მადრიდის „რეალს“ 11 ქულით ასწრებენ.