„ბურგოსის“ პრეზიდენტმა კალათბურთელებს გულშემატკივრების წინაშე დაჩოქება აიძულა #1TVSPORT
ესპანეთის საკალათბურთო კლუბის „ბურგოსის“ პრეზიდენტი და მთავარი აქციონერი ფელიქს სანჩესი ხმაურიანი სკანდალის ინიციატორი გახდა. ამის შესახებ გაზეთი Marca წერს.
მას შემდეგ, რაც „ბურგოსი“ ესპანეთის უმაღლესი დივიზიონიდან გავარდა, სანჩესმა გულშემატკივრების წინაშე დაიჩოქა და აიძულა მოთამაშეები მისთვის მიებაძათ. მცირე ყოყმანის შემდეგ, კალათბურთელებმა ხელმძღვანელის ბრძანება შეასრულეს.
მოგვიანებით, ესპანურმა საზოგადოებამ დაგმო „ბურგოსის“ მფლობელის საქციელი.