ბუქარესტის ტურნირზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ახალგაზრდულმა ნაკრებმა ხუთი ოქროს მედალი მოიპოვა #1TVSPORT
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა, ბუქარესტში გამართულ პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე ათივე წონით კატეგორიაში მედალი მოიპოვა.
20-წლამდელებმა შეჯიბრება 5 ოქროს, 2 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედლით დაასრულეს და საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს.
ტურნირზე ჩემპიონები გახდნენ: რომეო ბერიძე (63 კგ), ნიკა ბროლაძე (67 კგ), აჩიკო ბოლქვაძე (82 კგ), ბექა მელელაშვილი (87 კგ) და მათე გოქაძე (130 კგ).
ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ: დიმიტრი ხაჩიძე (60 კგ) და კოტე სიჭინავა (97 კგ).
ბრინჯაოს მედლები კი ლუკა ჯავახაძემ (55 კგ), თემურ ორჯონიკიძემ (72 კგ) და თორნიკე მიქელაძემ (77 კგ) მოიპოვეს.
ივნისის ბოლოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრება.