ბუნდესტაგმა მხარი დაუჭირა კომისიის შექმნას, რომელმაც კორონავირუსის პანდემიის დროს მოქმედებები უნდა გამოიძიოს
ბუნდესტაგმა მხარი დაუჭირა კომისიის შექმნას, რომელმაც კორონავირუსის პანდემიის დროს მოქმედებები უნდა გამოიძიოს. კომისიამ შედეგად უნდა გააანალიზოს მიღებული ზომები მომავალი პანდემებისთვის უკეთ მოსამზადებლად. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა The Zeit-ი ავრცელებს.
კომისიის შემადგენობაში ბუნდესტაგის 14 დეპუტატი და 14 ექსპერტი შევა. საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარი დაუჭირეს ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისა დ ქრისტიან-სოციალური კავშირის ბლოკმა, სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ, „მწვანეებმა“ და „მემარცხენე პარტიამ“. ულტრამემარჯვენე პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ დეპუტატებმა ინიციატივის წინააღმდეგ მისცეს ხმა ან თავი შეიკავეს.
კომიტეტის თავმჯდომარე „ქრისტიან-დემოკრტაიული კავშირის“ წევრი ფრანცისკა ჰოპერმანი იქნება. კომისიამ საბოლოო ანგარიში დაახლოებით ორ წელში უნდა წარადგინოს.
კომისიის შექმნის შესახებ წინადადებაში აღნიშნულია, რომ პანდემიამ მოქალაქეები, სამოქალაქო საზოგადოება, ხელოვნება და კულტურა, ასევე სახელმწიფო და ეკონომიკა ისტორიული მნიშვნელობის პრობლემების წინაშე დააყენა და მას ჰქონდა ღრმა შედეგი. ამიტომ ამ პერიოდისა და პანდემიის დროს სახელმწიფოსა და საზოგადოების მიერ მიღებული გადაწყვეტიულებების სამეცნიერო ანალიზი უკიდურესად მნიშვნელოვანია. კომიტეტის ამოცანებს შორისაა მთავრობის მიერ მიღებული ზომების შეფასება.