ბუნდესლიგის ბომბარდირი ესპანეთის ნაკრებში დააბრუნეს
ბუნდესლიგის ბომბარდირი ესპანეთის ნაკრებში დააბრუნეს

ესპანეთის ნაკრების მწვრთნელმა ლუის ენრიკემ დაასახელა შემადგენლობა, რომელიც უელსს ამხანაგურად, ხოლო ინგლისს ერთა ლიგის ეგიდით დაუპირისპირდება.
ესპანელთა რიგებში დაბრუნდა „დორტმუნდის“ ფორვარდი პაკო ალკასერი, რომელმაც ბუნდესლიგის სამ მატჩში ექვსი გოლი გაიტანა და გერმანიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია.

უახლოესი ორი მატჩისთვის შემდეგი ფეხბურთელები მოემზადებიან:

მეკარეები – დავიდ დე ხეა (მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი), კეპა არისაბალაგა (ჩელსი, ინგლისი), პაუ ლოპესი (ბეტისი);

მცველები – ხონი (ვულვზი, ინგლისი), რაულ ალბიოლი (ნაპოლი, იტალია), ნაჩო (რეალი), სესარ ასპილიკუეტა (ჩელსი, ინგლისი), სერხიო რამოსი (რეალი), მარკოს ალონსო (ჩელსი, ინგლისი), ხოსე ლუის გაია (ვალენსია), მარკ ბარტრა (ბეტისი);

ნახევარმცველები – სერხიო ბუსკეტსი (ბარსელონა), კოკე (ატლეტიკო), საულ ნიგესი (ატლეტიკო), ტიაგო ალკანტარა (ბაიერნი, გერმანია), სუსო (მილანი, იტალია), როდრი (ატლეტიკო), მარკო ასენსიო (რეალი), დანი სებალიოსი (რეალი);

თავდამსხმელები – ალვარო მორატა (ჩელსი, ინგლისი), როდრიგო (ვალენსია), იაგო ასპასი (სელტა), პაკო ალკასერი (დორტმუნდი, გერმანია).