ბუნდესლიგის 29-ე ტური - შაბათის მატჩების ფაქტები და სტატისტიკა
ბუნდესლიგის 29-ე ტური - შაბათის მატჩების ფაქტები და სტატისტიკა

გერმანიის ჩემპიონატის განახლებული სეზონის 29-ე ტური – ფაქტები და სტატისტიკა.

შედეგები:

ფრაიბურგი-ლევერკუზენი 0:1

გოლი: 0:1 ჰავერცი (61)

ვოლფსბურგი-აინტრახტი 1:2

გოლები: 0:1 ანდრე სილვა (27-პენ), 1:1 მბაბუ (58), 1:2 კამადა (85)

ჰერტა-აუგსბურგი 2:0

გოლები: 1:0 დილროსუნი (23), 2:0 პიონტეკი (90+2)

მაინცი-ჰოფენჰაიმი 0:1

გოლი: 0:1 ბებუ (43)

შალკე-ვერდერი 0:1

გოლი: 0:1 ბიტენკურტი (32)

ბაიერნი-ფორტუნა 5:0

გოლები: 1:0 ზანკა (15-საკ. კარში), 2:0 პავარი (29), 3:0 ლევანდოვსკი (43), 4:0 ლევანდოვსკი (50), 5:0 დევისი (52)

ფაქტები

* „ლევერკუზენმა“ სტუმრად ზედიზედ მესამედ მოიგო, ბოლო ხუთ გასვლით მატჩში კი ოთხი მოგება და ერთი ფრე აქვს.

* ჰავერცი პირველი ფეხბურთელია ბუნდესლიგის ისტორიაში, ვინც 21 წლამდე ასაკში 35 გოლი გაიტანა.

* სეზონის რესტარტის შემდეგ, ჰავერცს ხუთი გოლი დაუგროვდა.

* „აინტრახტმა“ შეწყვიტა ექვსმატჩიანი მოუგებელი სერია.

* კამადას გოლი მე-1000 იყო „აინტრახტისთვის“ ბუნდესლიგაში გასვლით შეხვედრებში.

* „ჰერტა“ ექვსი ტურია არ მარცხდება.

* ბრუნო ლაბადიას მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ, „ჰერტამ“ 12 შესაძლებლიდან 10 ქულა აიღო.

* „მაინცისა“ და „ჰოფენჰაიმის“ მატჩის პირველ ტაიმში შვიდი ყვითელი ბარათი უჩვენეს, რაც ბუნდესლიგის რეკორდია.

* „შალკემ“ ზედიზედ მეოთხედ წააგო.

* „შალკეს“ 11-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს. ამ მატჩებში გუნდმა სამი გოლი გაიტანა.

* „შალკე“ შინ ხუთი ტურია ვერ იგებს.

* „ვერდერმა“ 2018 წლის დეკემბრის შემდეგ, პირველად მოიგო ზედიზედ ორი მატჩი.

* „ბაიერნს“ ბუნდესლიგაში რვამატჩიანი მოგებებისა და 15-მატჩიანი წაუგებელი სერიები აქვს.

* „ბაიერნს„ 29 ტურის შემდეგ 85 გოლი აქვს გატანილი, რაც ბუნდესლიგის ახალი რეკორდია.

* ლევანდოვსკი 30 წელს გადაცილებული პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ბუნდესლიგის ერთ სეზონში 29 გოლი გაიტანა.

სატურნირო მდგომარეობა

1. ბაიერნი – 67 ქულა (29 მატჩი)

2. დორტმუნდი – 57 (28)

3. ლევერკუზენი – 56 (29)

4. ლაიპციგი – 55 (27)

5. გლადბახი – 53 (28)

6. ვოლფსბურგი – 42 (29)

7. ჰოფენჰაიმი – 42 (29)

8. ფრაიბურგი – 38 (29)

9. ჰერტა – 38 (29)

ბომბარდირები

29 – ლევანდოვსკი (ბაიერნი)

24 – ვერნერი (ლაიპციგი)

14 – სანჩო (დორტმუნდი)

12 – კუაისონი (მაინცი)

12 – ჰენინგსი (ფორტუნა)

გოლი+პასი

33 (29+4) – ლევანდოვსკი (ბაიერნი)

32 (24+8) – ვერნერი (ლაიპციგი)

31 (14+17) – სანჩო (დორტმუნდი)

25 (7+18) – მიულერი (ბაიერნი)