გერმანიის ჩემპიონატი პანდემიით გამოწვეული ორთვიანი პაუზის შემდეგ განახლდა.
დორტმუნდი-შალკე 4:0
გოლები: 1:0 ჰალანდი (29), 2:0 რაფაელ გერეირო (45), 3:0 ტ. აზარი (49), 4:0 რაფაელ გერეირო (63)
ლაიპციგი-ფრაიბურგი 1:1
გოლები: 0:1 გულდი (34), 1:1 პოულსენი (77)
ჰოფენჰაიმი-ჰერტა 0:3
გოლები: 0:1 აკპოგუმა (58-საკ. კარში), 0:2 იბიშევიჩი (60), 0:3 კუნია (74)
აინტრახტი-გლადბახი 1:3
გოლები: 0:1 პლეა (1), 0:2 ტურამი (7), 0:3 ბენსებაინი (73-პენ), 1:3 სილვა (81)
აუგსბურგი-ვოლფსბურგი 1:2
გოლები: 0:1 შტეფენი (43), 1:1 იედვაი (54), 1:2 გინჩეკი (90+1)
ფაქტები:
* „დორტმუნდს“ მეორე წრეში ცხრიდან რვა მატჩი აქვს მოგებული.
* „დორტმუნდისთვის“ ეს იყო ზედიზედ მეხუთე მოგება.
* „დორტმუნდმა“ ბუნდესლიგაში მე-800 მატჩი მოიგო.
* ჰალანდმა 2020 წელს უფრო მეტი გოლი (10) გაიტანა, ვიდრე მთლიანად „შალკემ“ (4).
* „დორტმუნდს” ამ სეზონში კონტრშეტევებით 16 გოლი აქვს გატანილი, რაც საუკეთესო შედეგია ლიგაში.
* „შალკეს“ რვა ტურია არ მოუგია.
* „ლაიპციგმა“ ზედიზედ მესამე და ბოლო შვიდ მატჩში მეხუთე ფრე ითამაშა.
* „ჰოფენჰაიმმა“ ზედიზედ მეექვსედ ვერ მოიგო ბუნდესლიგაში.
* „ჰოფენჰაიმს“ საკუთარ მოედანზე 14 მატჩიდან რვა აქვს წაგებული და ჯამში 34 გოლი გაუშვა.
* „ჰერტა“ ექვსი მატჩია, სტუმრად არ მარცხდება.
* „ფორტუნამ“ ზედიზედ მესამე მატჩი დაასრულა ფრედ.
* „ფორტუნამ“ ოთხჯერ გაარტყა ძელს ბურთი „პადერბორნის“ წინააღმდეგ.
* „აუგსბურგმა“ ზედიზედ მეოთხე მატჩი წააგო.
* „ვოლფსბურგი“ შვიდი ტურია არ მარცხდება.
* პლეამ ამ სეზონში მეოთხე ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა (37 წამი).
* ტურამმა 2019 წლის 1 დეკემბრის შემდეგ პირველად გაიტანა.
* „გლადბახმა“ ბოლო ოთხ გასვლით მატჩში 10 ქულა აიღო.
* „აინტრახტმა“ ზედიზედ მეოთხედ წააგო, ამ სერიისას 13 გოლი გაუშვა და მხოლოდ ორი გაიტანა.
სატურნირო მდგომარეობა
1. ბაიერნი – 55 ქულა (25 მატჩი)
2. დორტმუნდი – 54 (26)
3. გლადბახი – 52 (26)
4. ლაიპციგი – 51 (26)
5. ლევერკუზენი – 47 (25)
6. ვოლფსბურგი – 39 (26)
7. ფრაიბურგი – 37 (26)
8. შალკე – 37 (26)
ბომბარდირები
25 – ლევანდოვსკი (ბაიერნი)
21 – ვერნერი (ლაიპციგი)
14 – სანჩო (დორტმუნდი)
12 – კუაისონი (მაინცი)
გოლი+პასი
30 (14+16) – სანჩო (დორტმუნდი)
29 (25+4) – ლევანდოვსკი (ბაიერნი)
29 (21+8) – ვერნერი (ლაიპციგი)
22 (6+16) – მიულერი (ბაიერნი)