ბუნდესლიგამ იბრაჰიმოვიჩის მადლობას უპასუხა
ბუნდესლიგამ იბრაჰიმოვიჩის მადლობას უპასუხა

ბუნდესლიგის პრესსამსახურმა შვედ ფორვარდ ზლატან იბრაჰიმოვიჩს, რომელმაც ცოტა ხნის წინ გერმანელებს ფეხბურთის დაბრუნებისთვის მადლობა გადაუხადა, ინსტაგრამის საშუალებით უპასუხა.

„სიტყვა და საქმე. მადლობა“, – დაწერა „მილანის“ თავდამსხმელმა სოციალურ ქსელში და გერმანიის დროშაც გამოაქვეყნა. „არაფრის“, – უპასუხა ბუნდესლიგამ, რაზეც ზლატანმა კომენტარი მიუწერა: „მალე შევხვდებით“.

შეგახსენებთ, რომ იბრაჰიმოვიჩი 2020 წლიდან იტალიურ „მილანში“ თამაშობს, მანამდე კი ამერიკულ „ლოს-ანჯელეს გალაქსიში“ გამოდიოდა. კარიერის განმავლობაში, შვედი ასევე იცავდა „მიოლდეს“, „აიაქსის“, „ბარსელონას“, „ინტერის“, „პარი სენ-ჟერმენისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ღირსებას.